aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეჭვმიტანილი არაა, მაღალჩინოსნებს ხვდებოდა” – კილაძე ხვიბლიანის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ელისო კილაძე ასაჯაროვებს, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ძარცვისას, მძევლის დავით ხვიბლიანის სავარაუდო ნათესავის მიმოწერას.

როგორც კილაძე აცხადებს, აღნიშნულმა პირმა სთხოვა ნიკა გვარამიასთვის გადაეგზავნა სქრინი, რომელზეც ჩანს თუ როგორ უკავშირდება ხვიბლიანი ბარსელონაში მცხოვრებ ნათესავს.

“შეგიძლიათ გვარამიას გადაუგზავნოთ ეგ ფოტო, რომ უკან საქართველოს დროშა დევს და სისულელეების ყბედობას შეეშვას, დიდად მადლობელი ვიქნებით, ან უფრო სათვალე გამოიცვალოს რომ უკეთესად შეამჩნიოს როგორ შეიძლება ქართველი ვაჟკაცი იქცეოდეს და თვითონ ეგ რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მძარცველთან პირველივე მძევალი იქნებოდა ვინც გაიქცეოდა კარებიდან და მისთვის ალბათ წარმოუდგენელია ვიღაცამ უანგაროდ რაღაცის გამო თავი გადადოს, ჩვენთან პატიოსან და უბრალო ხალხში მოსულია და მისთვის თუ წარმოუდგენელი იყო, რატომ დარჩა ხვიბლიანი ბოლო წამამდე მძარცველთან, ეს მის ჯარის ფორმას და მის შინაგან მეს ჰკითხოს. თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ ქალბატონო ელისო, რაღაცა ზედმეტი ეჭვებით ხართ დაავადებული, ბავშვთან მოდიოდნენ ვიღაც მაღალჩინოსნები შესახვედრად და დათო არ არის ეჭვმიტანილი, რომ ტელეფონი არ ქონდეს ჩემგან არ გესწავლებათ, ურეკავენ ოჯახის წევრები და ურეკავს ხალხი და ტელეფონი არააქვს რას ქვია, კი არ მუშაობს მანდ”, – ამბობს ხვიბლიანის ნათესავი, ელისო კილაძესთან ფეისბუქით საუბრისას.

ელისო ილაძის განცხადებით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“ადგა ჯარისკაცი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე საუკუნის ძარცვაზე, რომელზეც ამდენი კითხვებია, გამოდის ვიღაც მაღალჩინოსნებს გარეთ ხვდება და ამაზე ინფორმაცია აქვს ვიღაც ნათესავს, შეკითხვები არ უნდა გამიჩნდეს? ეჭვიანი არ უნდა ვიყო? მეტიც მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოების, თუ მანდ აინტერესებთ, ყველა მიმოწერა და ვოის მესიჯები ინახება ჩემს ტელეფონში, მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა ინფორმაცია გადავცე”, – ამბობს ელისო კილაძე.

 

იტვირთბა....