შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ავჭალაში, პირი, რომლის მიმართაც გასროლა განხორციელდა, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები
„გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით განცხადებებს მოგვიანდებით გავავრცელებთ. ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას. გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით. სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული იყო და ეს პირი მარტო იმყოფებოდა“, – განაცხადა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.