მთავარი ციტატა

“რა არის აქ საღლიცინო? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი”- უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე

 “თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამე პოლიტიკოსს მოენდომებინა? რა? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი. რა არის აქ საღლიცინო და რა არის აქ საპოპულიზმო? ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

აღნისნულით უგულავა მძევლების ცანაცვლების ტემას გამოეხმაურა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

ამის საპასუხოდ გიგი უგულავა გამოვიდა ინიციატოივით, რომ ის მზად იყო, მძევლებს ჩანაცვლებოდა. 

იტვირთბა....