მთავარი ციტატა

„ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას“

„უამრავი პრეტენზია მაქვს გუშინდელი ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაწყებული ნულოვანი კომუნიკაციის მდგომარეობიდან, დამთავრებული იმით, რომ მართლა ამ ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას, როგორ დაეკარგათ, ეს უბრალოდ, მართლა წარმოუდგენელია, ყველაზე ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ მოხდეს, ამაზე მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას“.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„პალიტრანიუსის“ ეთერი

ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....