ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ჩანაწერი) “ვინმე თუ დაშავდება“ … სავარაუდოდ, თავდამსხმელისა და პოლიციის უფროსის მოლაპარაკება

„აქ არავინ დაშავდება, ვინმე თუ დაშავდება, იქნება თქვენი ბრალი“…

„მთავარი არხი“ აქვეყნებს ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ისმის ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისა და პოლიციის უფროსის საუბარი მოლაპარაკების დროს:

ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

იტვირთბა....