“ემოციური დღე იყო, თუმცა, კარგია რომ ხუთი ქვეყანა შეხვდა მშვიდობის დამყარების მიზნით. უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა გამოხატეს საკუთარი ხედვები და პატივისცემით შეხვდნენ ერთმანეთის პოზიციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე იყო არამხოლოდ მონაწილე, არამედ მათ შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი. ამერიკულმა მხარემ გაგვიზიარა საკუთარი ხედვა. უკრაინამ და ევროპელებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს ხანგრძლივ მშვიდობამდე. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილებების შესაბამისად,”– დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში და ამასთან ერთად, დაურთო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს “ყირიმის დეკლარაცია”, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარებას.
Emotions have run high today. But it is good that 5 countries met to bring peace closer. Ukraine, the USA, the UK, France and Germany. The sides expressed their views and respectfully received each other’s positions. It’s important that each side was not just a participant but… pic.twitter.com/lDFV5WK8tw
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 23, 2025