ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – “მძევალი” ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან” – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთი “მძევალი” თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

მისივე თქმით, აღნიშნუპი პირი უნდა დაიკითხოს, არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტის თანამონაწილე.

“ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკახრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.

და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან.
ps ხვიბლიანიც ჩამოვიდა მანქანიდან პოლიციის უფროსთან ერთად და აწვება ლეგენდას, რომ ისიც მძევალი იყო. პოლიციაშია და იკითხება, დიახ, მაგრამ არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტის თანამონაწილე. მეტიც, ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია ხვიბლიანი. ამ ვიდეოშიც მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს გამტაცებელს. მერე “საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვით” თვითონ უჯდება გამტაცებელს მანქანაში, ვითომ სხვა მძევლებს გადაეფარა. ამასობაში, საჯარისო ნაწილიდან, სადაც მსახურობს, არალეგალურად, უნებართვოდაა გამოპარული. რატომ? სენაკიდან ზუგდიდში რომ საქბანკში ჩასულიყო? სენაკში არაა ბანკი თუ რა ასეთი საჭიროება იყო, შინაგანაწესის ასეთი მძიმე დარღვევა რომ არ ჩაედინა?” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....