მთავარი ციტატა

“სისტემა რომ სუსტია, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით” – ხუხაშვილი

“იმედია, დააკავებენ იმ ადამიანს, სხვანაირად, კიდევ უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. შეიძლება, ეს გახდეს პრეცედენტი, რომლის შედეგად, მივიღებთ უარეს პროცესებს. პრევენცია, შიში კრიმინალში, რომ ასეთი ჰოლივუდის ტიპის ოპერაციები არ განხორციელდეს, გამქრალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული გმირების მაგალითები ვიხილეთ, იგივე პოლიციელის მხრიდან. სისტემა რომ სუსტია, ფაქტობრივად, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

“ფორმულა”

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....