მთავარი ციტატა

“პრეს-სპიკერიანმა ყაჩაღმა მოითხოვა საკმაოდ გონივრული თანხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს…” – ნიკოლაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

“რა აღარ მინახავს, მაგრამ ყაჩაღს პირადი პრეს-სპიკერი ჰყავდეს ეგეთი არაფერი გამიგია.
არავინ არავის არ მოკლავს და ყველა მძევალი უვნებელი დაგვიბრუნდება დარწმუნებული ვარ.
P.S პრეს-სპიკერიანმა ყაჩაღმა მოითხოვა საკმაოდ გონივრული (“გადახდადი”) თანხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს..”

მირიან ნიკოლაძე – პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....