ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი რამე სადმე მომხდარა, არკვევდნენ, მძევლებიდან, რომელია დემოკრატი და რომელი რესპუბლიკელი…” – სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“ეგეთი რამე სადმე მომხდარა, არკვევდნენ, მძევლებიდან, რომელია დემოკრატი და რომელი რესპუბლიკელი ? ან კონსერვატორი და ლეიბორისტი ? სრული სიგიჟე”, – წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....