ახალი ამბები მთავარი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში დახურულ შეხვედრას მართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება.

მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო ღონისძიება ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....