ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის” – ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში მყოფი მძევალი

თუ სამართალდამცველები დადგენილ ვადებში მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ის მძევლების დახოცვას დაიწყებს – ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მყოფი მძევლი ირაკლი კვარაცხელია ვიდეო ზარის საშუალებით აცხადებს.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის შენობაში შეჭრის ნებისმიერი მცდელობა, მძევლებისთვის ფატალურად დასრულდება.

„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება.

სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან, რის საქმის კურსშიც არიან, ალბათ, ის არის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....