“გთხოვთ, გამოსასყიდი მოიტანეთ და გაათავისუფლეთ” – აღნიშნული განცხადებით, ადგილობრივი ქალი, რომლის შვილიც ბანკში მძევლად ყავთ აყვანილი, მთავრობას მიმართავს.
მისივე თქმით, შვილი ბანკში გადასახადების გადასახდელად შევიდა, რამდენიმე წუთში კი შიგნით თავდამსხმელი შევარდა. როგორც მან აღნიშნა, ბანკში მყოფი შვილი ტელევიზიით გასულ კადრებში ამოიცნო.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.
მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.