ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მზად არის ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” მძევლად აყვანილ თანამშრომლებს ჩაენაცვლოს და თავად დარჩეს მძევლად, ვიდრე მოლაპარაკებები დასრულდება.

“ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს, ასევე პოლიციას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო, რომ შესთავაზოს გამტაცებელს მოლაპარაკება, რამდენადაც ვიცი 3 მძევალია დარჩენილი, მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი და მას ხმაური სჭირდება, თუ იქნება იქეთა მხრიდანაც თანხმობა, მზად ვარ ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს და შემდეგ სახელმწიფომ წარმართოს მოლაპარაკება, დეპუტატობის კანდიდატი ალბათ უფრო ხელსაყრელია მისთვის. ამიტომ, მე გიგი უგულავა დავრჩები მძევლად, მანამ სანამ განიმუხტება სიტუაცია.

მე ვნახე, აქ შევხვდი იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე გამოვიდნენ შენობიდან, ადამიანები უბრალოდ შოკში არიან. თავიდან მძევლები იყვნენ ბევრნი, მაგრამ გათავისუფლდნენ, თუ არ ვცდები იყო 15 ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს გამტაცებელი არის ერთი და ნაწილი მძევლებისა მან გაათავისუფლა.

ეს არის უმძიმესი ფაქტი, სამართალდამცველებმა უნდა მიხდეონ ამ ამბავს და სახელმწიფომ გაგვაგებინოს, ბოლოს და ბოლოს რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ კაცს – მე არ ვიცი რას ითხოვ, ფული გინდა თუ მოთხოვნა არის პოლიტიკური, მაგრამ მზად ვარ ჩავენაცვლო”  – განაცხადა უგულავამ.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

 

იტვირთბა....