ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში “საქართველოს ბანკს” აყაჩაღებენ – არიან მძევლები

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

ჯერჯერობით უცნობი, თუ რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი და რამდენი მძარცველია ბანკში. მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამ. მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი ადამიანია შეჭრილი.

ცნობისათვის, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

იტვირთბა....