ახალი ამბები მთავარი ციტატა

ინფექციონისტი განმარტავს, რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა კორონავირუსზე ტესტი

„ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან ორივე მხარეს ეკეთა პირბადე, ამ შემთხვევაში დაავადების გადაცემის რისკი არის მინიმალური. ასეთ შემთხვევაში ტესტირება საჭირო არ არის.”

ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი.

ამის შესახებ მან “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....