საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი გამოუვლინდა.
დეპუტატი მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის. კოორნავირუსი დაუდასტურდა მის შვილსაც.
ცნობისთვის, კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა.