საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორცს ის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, კოვიდ დადებითია, მიუხედავდ იმისა, რომ ყველა რეკომენდაციას იცავდა.
„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა…
ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, ძალიან ვერაგი ვირუსია…
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“. – წერს წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.