მთავარი ციტატა

“უ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ეშინიათ მუხანათური ჩანაფიქრის გამჟღავნების”- მეუფე ანტონი

“მე პირდაპირ ვიტყოდი რომ, არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტალურად
წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას ვთხოვ ნუ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი ვისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ამ მუხანათური
ჩანაფიქრის გამჟღავნებისა და რომელთა ხელშეწყობითაც მოხდა ის რაც ვერ შეძლო სერგო ორჯონიკიძემ და სხვა მავანმა.”

მეუფე ანტონი – არქიმანდრიტი

აღნიშნულით მეუფე ანტონი დავით გარეჯის ტემას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....