ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახალი მიშა ვერ შესთავაზა საკუთარ თავს და სთავაზობს ისევ ძველს, ოღონდ უფრო გაბოროტებულს” – უგულავა

“ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის გამო არ გაყოფილა. ეს ჩემი პარტია აღარ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ამ 7 წლის მანძილზე ახალი ფუნქციით, ახალი ხედვით, ახალი იდეებით ახალი მიშა ვერ შესთავაზა საკუთარ თავს და სთავაზობს ისევ ძველს, ოღონდ უფრო გაბოროტებულს. ხალხს უკეთესი მიშა უნდოდა, მაგრამ უკეთესი მიშა არ არსებობს, თორემ უკეთესი მიშა, რომ შეეთავაზებინა ხალხისთვის, განახლებული ხედვით, იდეებით, დაბრძენებული, ბევრად უფრო წინ წასული, მათ შორის, საკუთარი მოღვაწეობის რეფლექსიით, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი პერსპექტივა ექნებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ მან შესთავაზა წარსული და წარსულის დაბრუნება ხალხს აღარ უნდა.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

 

იტვირთბა....