ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცნობილია, როდის განახლდება რეგულარული ფრენები – მინისტრის განმარტება

ეკონომინის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოქტომბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ ფრენების სიხშირე გაიზრდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით,  ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა მოხდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ფრენებთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ ოქტომბრის ბოლომდე გავზარდოთ, არსებული რეგულარული ფრენების სიხშირე ევროპის მიმართულებით. ეს ძალიან დაგვეხმარება მათ შორის ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში ჩვენი არჩევნებისთვის.

ასევე,  ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა მოხდება, დაემატება ახალი მიმართულებბეიც როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით,  თუ რა მიმართულებები გაიხსნება, ამაზე მთავრობა უნდა იმსჯელოს და უახლოეს დღეებში აისახება ეს საჯარო გადაწყვეტილებაში.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, რომ PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები წარმოადგინოს,

ცნობისთვის, უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინე სივრცეში გადაყვანა აღარ დასჭირდებათ.

 

იტვირთბა....