ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

PCR ტესტის ქონის შემთხვევაში, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინე სივრცეში გადაყვანა აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, ახალი ფრენები განახლდება, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვენის სქემა შეიცვლება.

“ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

იტვირთბა....