მთავარი ციტატა

“ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა ფულით იყიდე? შენ ეს მოგცეს, ვინ მოგცა, ყველამ იცის”- ალიევი

“რაც ამ დროის განმავლობაში სამხედრო ტექნიკა გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? – არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის.”

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ამის შესახებ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....