“პოლიტიკა იქნება ასეთი, არ იქნება დიდი გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები. განიხილება ყველა რეგიონი იმისდა მიხედვით, სადაც ეპიდსიტუაცია გაურესდება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი – ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს.”