“მე ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა სამართლიანად გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე. ალბათ პრესკონფერენციის ნებას არ მომცემენ კოვიდის იზოლაციის გამო. მე ყველა წამოჭრილ კითხვაზე პასუხს გავცემ.”
ამის შესახებ დავით ხიდაშელმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხიდაშელმა პროკურატურას დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.