ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კაჭარავას მეხუთე ჩიხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კაჭარავას მეხუთე ჩიხში მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 36 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

 

 

 

 

იტვირთბა....