ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში რეკორდულად გაიზარდა” – ჯანმო

ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 383,359 პირი დაინფიცირდა.

ჯანმოს განმარტებით, ერთი დღით ადრე კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 350 766-ს შეადგენდა, მანამდე კი – 338 779-ს.

ამასთან, ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთში დაფიქსირდა -73,272, მას მოსდევს ამერიკის შეერთებულ შტატებში – 54,232.

ასევე, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 37 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 1 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....