მსოფლიოში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსით 37 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. – ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკაშია ნათქვამი.
უნივერისტეტის კვლევის თანახმად, გასული ორი დღის განმავლობაში, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 1 მილიონით გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით სამეულში შედიან აშშ – 7,68 მილიონი ინფიცირებული, ინდოეთი – 6,9 მილიონი ინფიცირებული და ბრაზილია – 5 მილიონი ინფიცირებული.
ინფორმაცისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამი ახალი სიმპტომი გამოავლინეს.