aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დედაჩემს ჩემ გამო დევნიან”- ალექსანდრე კობაიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მისი ოჯახის წევრის მიმართ დევნაში ადანაშაულებს.

ადვოკატის ინფომაციით, დედამისს აიძულებენ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს.

როგორც კობაიძე ამბობს, ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას და ამით ცდილობენ, მის საქმიანობას ხელი შეუშალონ.

“დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მერე იტყვით არა რას ლაპარაკობთ, ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნითო. კიდევ ერთხელ დავწერ: თქვენი დროც მოვა!

დედაჩემი ძალიან განიცდის, რომ ჩემს გამო დევნიან. მინდა მივმართო დედაჩემს: დედა ძალიან მიყვარხარ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია

პ.ს. ტირანია მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ დავასრულოთ ტირანია მოგიწოდებთ ყველანი არჩევნებზე,”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დიდი ხანია პენიტენციური დაწესებულებებში არსებულ უსამართლობას ებრძვის. რამდენიმე დღის წინ კობაიძემ  N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ნოდარ ქინქლაძე პატიმრების მიმართ გაუპატიურების მუქარაში დაადანაშაულა. კობაიძის ინფორმაციით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე მსჯავრდებულებს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა სპეციალურ პენიტენციური სამსახური, რომელმაც დაწესებულების დირექტორის მიმართ არსებულ ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდა, ხოლო, ალექსანდრე კობაიძეს  ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლა.

ალექსანდრე კობაიძე არის ერთ-ერტი ყველაზე გახმაურებული, გიორგი შაქარაშვილის ადვოკატიც. მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბე არჩილ გაგნიძეა, რომელსაც ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება.

ამასთან, ალექსანდრე კობსიძე პარტია “პროგრესული საქართველოს” სახელით  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.

იტვირთბა....