მთავარი ციტატა

“გვსურს, შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს, ოკუპაცია შეწყდეს. ჩვენ სომხეთის მიწაზე არ ვართ, ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით” – ალიევი

“გვსურს, შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს, ოკუპაცია შეწყდეს. ჩვენ სომხეთის მიწაზე არ ვართ, ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით. ჩვენი კონტრშეტევა წარმატებული იყო. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი გავათავისუფლეთ, ჩვენი მთავარი მიზანია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა მოგვაწოდოს, ეს გრაფიკი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობა.”

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....