თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.
აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.