“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი აზერბაიჯანი – საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმიანბეა.
როგორც “დღის ამბებში” სტუმრობისას გვარამიამ განაცხადა, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიაროს ეკისრება.
“სამარცხვინო და რუსეთის აგენტის მეგობარი, ასევე რუსეთის აგენტი ჯაღმაიძე. ასევე, ის კაცი, რუსეთის აგენტი თანამოსაყდრედ ძალით დანიშნული, საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია, სახელი და გვარიც არ ვიცი. ეს არის კატასტროფა, რაც ახლა საპატრიაქროში ხდება. ეს არის რუსული პრექტი, ჯაღმაიძეები, შიოები”
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.