“დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
აღნიშნულით ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.