“პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა!
საეჭვოდ დაემთხვა ეს დაკავება სურკოვის საიდუმლო ვიზიტს და ყარაბაღის ომის დაწყებას !
არ ხდება კაი ამბავი!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა.