პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა. ამ საზიანო გადაწყვეტილებამდე სამთავრობო კომისია მას შემდეგ მივიდა, რაც ილიჩევასა და მელაშვილის ხელმძრვანელობით, დამალული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის საბოლოო 1938 წლის ორმხრივი შეთანხმება.
უწყების ცნობით, საუბარია 1:500 000 მასშტაბის რუკაზე. სწორედ ამით უნდა ეხელმძღვანელა 1994 წელს შექმნილ კომისიას. თუმცა სანაცვლოდ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულებმა მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული სხვა რუკები, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან.
ამ რუკების გამოყენების მიზეზად, დაკავებულები ასახელებდნენ იმ არგუმენტს, რომ 82 წლის წინ დადგენილი საზღვრების რუკის დედანი დაკარგულია. ეს დედანი ჩხრეკის შედეგად ნატალია ილიჩევას სამუშაო ოთახში აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდა პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.