ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებავ, ომშია აზერბაიჯანი, ომში! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მიმართავს.

როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, განვითარებული მოვლენები რუსების წისქვილზე წყლის დასხმაა.
„ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით?
მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.
საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.
2007 წ. პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელობა.
დახურულ სხდომაზე ვსაუბრობდით მძიმე პრობლემებზე, სწორედ გარეჯის მიმდებარე და სხვა სასაზღვრო ტერიტორიებზე. ამასთანავე, არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა.
რესპუბლიკელები მკაცრად ვაკრიტიკებდით მაშინდელ ხელისუფლებას დსთ- ში დარჩენის, ორივე კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობოების ეგიდით რუსის ჯარის დატოვების გამო.
ამასთანავე, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით სათუთ საკითხებს.
თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი , 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება.
არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც.
ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!!
რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???“.- წერს ბერძენიშვილი.

პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიის 3500-მდე ჰექტარი ფართობი, ჩვენივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა“, – აცხადებენ უწყებაში. 

 

იტვირთბა....