გვარამია: “კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას”!
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, დღეს რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. რუსთავი2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლის ეს განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ზემოთ ნახსენები განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
ახლახანს ამ განჩინებას ფეისბუქზე თავად გვარამია გამოეხმაურა:
„გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას! – წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.