ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნავალნის ხელები ძლიერად უკანკალებს და ფიზიოთერაპიის კურსს გადის – Reuters

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ვიდეო-ინტერვიუ გააკეთა. ნავალნი რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცნობილმა რუსმა YouTube ბლოგერმა ჩაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინტერვიუ 2 საათზე მეტხანს გრძელდება, სადაც ნავალნი ამბობს, რომ იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ექიმები მისი გამოჯანმრთელების ტემპით გაოცებულები არიან. თუმცა, მიუხედავად უკეთესობისა, ნავალნის ხელები ძლიერად უკანკალებს და ფიზიოთერაპიის კურსს გადის.

ცნობისათვის, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა. იგი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით “ნოვიჩოკით” იყო მოწამლული.

იტვირთბა....