მთავარი ციტატა

“სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განჯასა და სხვა ქალაქებში” – აზერბაიჯანი

“სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განჯასა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბარდასა და ბეილაგანში. ეს სომხების ლიდერის სისუსტისა და პანიკის ნიშანია.”

ამის შესახებ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....