აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“დასავლეთის მიზანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენდა” – კახა კალაძე

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომა პარტნიორებზე თავდასხმებით გახსნა. კახა კალაძემ გაიმეორა “ქართული ოცნების” მრავალგზის რიტორიკა, თითქოს დასავლეთის მიზანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენდა, რაც, კალაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თავიდან აირიდა. 

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხმამაღლა საუბარი ე.წ. მეგობრების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე, რომლიც მიზანიც იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში და სანქციებზე მიერთება. ჩვენ, ცხადია, ვთქვით უარი საქართველოს განადგურებაზე და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელიც ძალიან დიდი უბედურების მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქებისთვის, ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება პროცესები უკრაინაში, რამდენად მძიმეა იქ არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივერთებოდით სანქციებს, რომელიც უმძიმესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თბილისი არის ყველას ქალაქი – თქვა დღეს კახა კალაძემ. 

იტვირთბა....