ნატო სომხეთთან თანამშრომლობის ახალი დოკუმენტის გაფორმებას გეგმავს.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, რადმილა შეკერინსკას განცხადებით, სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, სურენ პაპიკიანთან სომხეთის თავდაცვის სექტორში რეფორმები განიხილა.
„მე დიდად ვაფასებ სომხეთის წვლილს კოსოვოში ნატო-ს ძალებში. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შევთანხმდებით ჩვენი პარტნიორობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე“, – წერს რადმილა შეკერინსკა სოციალურ ქსელში.

