ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებას კიდევ 51 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებას კიდევ 51 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. – აღნიშნულ ინფორმაციას  არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სომხური მედია იუწყება, 27 სექტემბრიდან დღემდე, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებში დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 198-ს მიაღწია.

ამასთან, სომხური მედია დაუზუსტებელი ინფორმაცით იუწყება, რომ არაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი რამდენიმე საათის წინ ბრძოლის წინა ხაზზე გაემართა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....