ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილს გეოლოგები სწავლობენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება.

საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია მედიასთან საუბრისას განმრტავს, რომ სოფელ ჯოჭოში რამდენიმე ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და მასზე რეკომენდაციებიც არის გაცემული.

“დამეწყრილი ტერიტორია დავათვალიერეთ, აქ წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს. ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მითუმეტეს, სტიქიური მოვლენები. ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოწვია“, – განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო, რომელშიც მთელი ოჯახი იმყოფებოდა. ასევე, მეწყერის ქვეშ მოყვა “ტოიოტა” მარკის ავტომობილის 2 მგზავრიც, რომელიც მოგვიანებით მაშველ-მეხანძრების გუნდა მეწყერის ქვეშ მიაკვლია. ასევე, მათ მიერ ნაპოვნია საცხოვრებელი სახლის მკვიდრნი ცოლ-ქმარი ცხედარიც.

ასევე, მეხანძრე-მაშველების ორ დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი 16 წლის ბიჭის ცხედარი.

იტვირთბა....