ხელვაჩაურში, სტიქიის დროს დაკარგულ ბიჭს ამდრომდე ეძებენ. მაშველთა გუნდი სამძებრო სამუშაოებს 24 სათია რაც ახორციელებენ. ხოლო მეწყერის ადგილიდან გუშინ მაშველებმა 4 ცხედარი გადმოასვენეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს, თუმცა 16 წლის ბიჭს ჯერ ვერ მიაკვლიეს.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო, რომელშიც მთელი ოჯახი იმყოფებოდა. ასევე, მეწყერის ქვეშ მოყვა “ტოიოტა” მარკის ავტომობილის 2 მგზავრიც, რომელიც მოგვიანებით მაშველ-მეხანძრების გუნდა მეწყერის ქვეშ მიაკვლია. ასევე, მათ მიერ ნაპოვნია საცხოვრებელი სახლის მკვიდრნი ცოლ-ქმარი ცხედარიც.