ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, გერმანის კანცლერმა, ანგელა მერკერმა განაცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯამა, ყარაბაღში ცეცხლი დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Reuters” ავრცელებს.
მერკელის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მხარებმა მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ითანამშრომლოს.
ცნობისთვის, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინსტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის და აზეირბაიჯანთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.