ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ქვეყანა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა.

სომხეთის საგრეო უწყების ცნობით, სომხეთი მზადა ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ითანამშრომლოს.

“მივესალმებით ფაქტს, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენებას მკაცრად გმობენ. სომხეთი მუდმივად გმობდა და უარყოფდა ძალის გამოყენებას აზერბაიჯანის მიერ, ასევე, თურქეთის პირდაპირ ჩართულობას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ არსებულ სამხედრო მოქმედებებში”, — ამბობენ სომხეთის საგრეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე განცხადებით, აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან მათი თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი აგრესიული მოქმედებები როგორც რეგიონალურ უსაფრთოხებას, ასევე, მშვიდობას უშლის ხელს და ფართოშტაბიანი ომის რისკს ქმნის.

ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში საფრანგეთი, რუსეთი აშშ სახელმწიფოებები ჩაერთონ.

იტვირთბა....