aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელება უსურვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ პრეზიდენტი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით გადავლახავთ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მას და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

იტვირთბა....