ხელვაჩაურში, ქვედა ჯოჭოში მეწყერის შედეგად წაღებული სახლის მცხოვრებლებს ამ დრომდე ეძებენ. ასევე, ამ ეტაპისთვის ნაპოვნი არ არის “ტოიოტა” მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც მეწყერის შედეგად დაიკარგა.
საგანგბო სამსახურის ცნობით, მეწყერის ადგილიდან ამოყვანილია ავტომანქანა, თუმცა მძღოლი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
მათივე ცნობით, მეწყერის შედეგად წაღებულ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
ხელვაჩაურში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის სამსახური. ადგილზე სამაშველო-სახანძროს ასამდე მაშველი მუშაობს. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
შეგახსენებთ, გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
იხილეთ პრაიმტაიმის ვიდეო: