ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც, 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
პატარაია აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “სტრასბურგისთვის ემზადებოდნენ”.
“ვაიმე, არ მჯერა! გურჯაანის პედოფილიის გახმაურებული ქეისი, სადაც პირველმა ინსტანციამ გაამართლა დამნაშავე, აპელაციამ შეცვალა და 13 წელი მიუსაჯეს ამ წამს… თუ მჯეროდეს…
ისე გვიან ჩავერთეთ ამ საქმეში და ისეთი ხარვეზიანი იყო, არაფრის იმედი აღარ მქონდა და სტრასბურგისთვის ვემზადებოდით. მეტირება…” – წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, 58 წლის მამაკაცს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პედოფილიაში მსჯავრდებული 58 წლის კაცი გაიქცა.