ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კახეთში, პედოფილიაში მსჯავრდებული 58 წლის კაცი გაიქცა

სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, 58 წლის მამაკაცს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაუქმდა, რომლის მიხედვითაც პედოფილიაში ბრალდებული უდანაშაულოდ იყო ცნობილი

სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, მის დასაკავებლად სახლში მისულ პოლიციას კი მამაკაცი სახლში არ დახვდა. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიმალა. ამჟამად, მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ, სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. 2019 წლის 5 ივლისს მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

2020 წლის 13 მაისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო.

იტვირთბა....